GEO

AZE

MAIL

+995 593 20 42 22

+994 70 230 40 06

motechpost@gmail.com

ცხიმის პლასტიფიკატორი (PLF)

განკუთვნილია მყარი ბლოკების პლასტიფიკაციისათვის (ცხიმი, კარაქი, შოკოლადის გლაზური) და მითითებულ ტემპერატურაზე მათ შესანარჩუნებლად, ტექნოლოგიურ პროცესში შემდგომ გამოსაყენებლად.

 

გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.

 

დანადგარი წარმოადგენს ინსულირებულ ავზს, გაყოფილი ჰორიზონტალური მილური ბადით 2 ნაწილად: მიმღები კამერა (ზედა) და ავზი (ქვედა). დანადგარს აქვს გათბობის 2 კონტური, პირველი კონტური - ბადე-გამდნობი, მეორე კონტური - დამგროვებელი ავზის გაცხელება. დამგროვებელი ავზი წარმოადგენს ჰორიზონტალურად განლაგებული ცილინდრის ნახევარს, რომელიც გადადის მართკუთხურ ფორმაში ავზის ზედა ნაწილში. ავზის შიდა მხარეს პროდუქტის გასაცხელებლად და ტემპერატურის შესანარჩუნებლად დამონტაჟებულია სითბომცვლელი. მართკუთხა ფორმის მიმღები კამერა განთავსებულია დანადგარის ზედა მხარს, ბადე-გამდნობის თავზე. კამერა ინსულირებულია თბოიზოლირებადი მატერიით და აქვს ასევე ინსულირებული თავსახური, რომელიც იღება ქვემოთ და გამოიყენება როგორც მიმღები მაგიდა.

 

დანადგარი კომპლექტირებულია გაცხელების 2 ბლოკით, 2 კონტურის, სადნობი ბადისა და ავზის, დამოუკიდებელი გაცხელებისათვის. ასევე იგი აღჭურვილია მართვის პულტით, რომელიც ავტომატურად არეგულირებს მითითებული ტემპერატურას გაცხელების კონტურებში.

 

დანადგარი მზადდება მთლიანად უჟანგავი ფოლადისაგან AISI 304.