GEO

AZE

MAIL

+995 593 20 42 22

+994 70 230 40 06

motechpost@gmail.com

მოჭიქვის დანადგარი სერია სტანდარტი

განკუთვნილია საკონდიტრო ნაწარმის მოჭიქვისათვის.

 

გამოიყენება როგორც ცალკეული დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.

 

შოკოლადის დასასხმელად მიწოდება ხდება წყლის პერანგიანი ტუმბოს საშუალებით, რომელიც აღჭურვილია დაბალ სიჩქარიანი სიხშირე-რეგულირებადი მექანიზმით.

 

ბადის დამოუკიდებელი ამძრავი, სიხშირე-რეგულირებად ამძრავთან და პოლიამიდის კბილანებთან ერთად წარმოადგენს ბადის მექანიკური დაჭიმვის სისტემას. რეგულირება ხდება დანადგარის შიდა მხარეს განლაგებული სახელურით.

 

დანადგარს აქვს მარტივი წვდომა ოთხივე მხრიდან, პოლიკარბონატისაგან დამზადებული მინების საშუალებით, რომლებიც მთლიანად იხსნება.

 

PLC ოპერატორის სენსორული მართვის პანელი შესაძლებელს ხდის მთელი ხაზის მართვის ერთი პანელიდან.

 

მექანიზმი შესაძლოა აღჭურვილი იყოს:

• ჩამონტაჟებული დეკორატორით

• ამოტუმბვის ტუმბოთი

• პროდუქტის მოჭიქვის შემდგომ გადაბრუნების სისტემით

• მსუბუქი პროდუქტების ზედაპირზე მიჭერის სისტემით

 

თანამედროვე მაღალი ჰიგიენის სტანდარტებთან შესაბამისად დანადგარი მზადდება მთლიანად უჟანგავი ფოლადისაგან.

 

ბადის სტანდარტული სიგანე:

420, 620, 820, 1050 და 1300 მმ