GEO

AZE

MAIL

+995 593 20 42 22

+994 70 230 40 06

motechpost@gmail.com

მოჭიქვის დანადგარი სერია ეკონომი

განკუთვნილია საკონდიტრო ნაწარმის მოჭიქვისათვის.

 

გამოიყენება როგორც ცალკეული დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.

 

დანადგარის მოსამსახურებლად და გასაწმენდად ადვილი წვდომისათვის, დანადგარი ითვალისწინებს ადვილად მოხსნად სატრანსპორტო კონვეიერს (ტრანსპორტიორის მიმღები კალათა მიეწოდება დანადგართან ერთად).

 

პროდუქტის მოჭიქვა ხდება სიმაღლეში რეგულირებადი ორი ფარდით. ძირის მოჭიქვა ხდება ტრიალა ინექტორული ბარაბანით, რომელიც აღჭურვილია ტალღის რეგულირების მექანიზმით.

 

ავზი აღჭურვილია წყლის პერანგით, ამრევით და წყლის ტემპერატურის სარეგულირებელი და შემნარჩუნებელი კონტროლის დანადგარით.

 

მექანიზმი შესაძლოა აღჭურვილი იყოს:

• ჩამონტაჟებული 2 ზონიანი შოკოლადის დამარბილებელი ბლოკით.

• ზედა ირიგაციის კვანძის მაგივრად შესაძლოა დამონტაჟდეს დეკორატორი.

 

ჰიგიენის მოთხოვნებთან შესაბამისად დანადგარის ყველა ნაწილი, რომელიც ეხება პროდუქციას, მზადდება უჟანგავი ფოლადისაგან.

 

ბადის სტანდარტული სიგანე:

320, 420, და 620 მმ

შესაძლოა 3მ/წთ სიჩქარემდე მუშაობა.