GEO

AZE

MAIL

+995 593 20 42 22

+994 70 230 40 06

motechpost@gmail.com

ვერტიკალური გაგრილების კარადა CP PT

განკუთვნილია სილიკონის ან პოლიკარბონატის ფორმებში ჩასხმული პროდუქციის გასაგრილებლად.

 

გამოიყენება როგორც ცალკეული დანადგარი ან საწარმო ხაზის შემადგენელი ნაწილი.

 

ფორმები მიეწოდება კარადაში კონვეიერით და ავსებს რიგებს დაპროგრამებული ოდენობით. სართულის შევსების შემდგომ, დანადგარი ავტომატურად მაღლდება ერთ სართულით და ავსებს შემდეგ რიგს.

 

გაგრილების კარადა აღჭურვილია ჰაერის გაგრილებით და გაყოფილი 2 ტემპერატურულ ზონად გამყოფი ამაორთქლებლებით:

• პირველი ზონა: ვერტიკალური ჯაჭვური კონვეიერი, რომელსაც აყავს ფორმები ზევით

• მეორე ზონა: ვერტიკალური ჯაჭვური კონვეიერი, რომელსაც ჩააქვს ფორმები ქვევით

 

ყოველი ამაორთქლებელი აღჭურვილია ჰაერის ცირკულაციისათვის განკუთვნილი ვენტილატორით, მას აქვს რევერსული ტრიალის ფუნქციაც, რაც აძლევს საშუალებას არეგულიროს ტემპერატურო კარადის ზედა და ქვედა ნაწილებში.

 

კარადის პროგრამულ-ლოგიკური მართვის გამოყოფილი პანელი საშუალებას აძლევს ოპერატორს დააპროგრამიროს გაგრილების დრო, ტემპერატურა და წარმადობა ფორმების ოდენობის მიხედვით. ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით ეს ყველა პარამეტრი რეგულირდება ცალკე და იძლევიან საშუალებას მიუთითოთ საჭირო ტექნოლოგიური რეჟიმები განსხვავებული წარმადობის შემთხვევაში.

 

გაბარიტები და წარმადობა განისაზღვრება კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.