2021 წლის 3 სექტემბერი
L-ტიპის კონვეიერი, რომლის ფუნქციაა ჭაჭის და კლერტის დატვირთვა სატვირთო მანქანებზე, დავამზადეთ და გავუშვით კიდევ ერთი ღვინის ქარხნისთვის კახეთში.
მოდულარული ლენტი, რომელიც აქ გამოვიყენეთ, ადვილებს დანადგარის მომსახურებას, ბორბლები კი, რომლითაც აღვჭურვეთ კოვეიერი, კლიენტს საშუალებას მისცემს, რთველის დასრულების შემდგომ შეაგოროს დანადგარი შენობაში და შეინახოს იქ შემდეგ წლამდე.